Здравствуйте, дорогие друзья, не смогла пройти мимо этого прекрасного стихотворения о любви на грузинском языке. Надеюсь, что Вы получите такое же удовольствие, как и я.

თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ…

თუ ძალიან მოგენატრები, თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან….

თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ…

თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გაგესაუბრები….

თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასკეტილ სახეში შემიცნო უნდა ხატება ჩემი…

თუ მოგენატრები, ფურცლე ცხოვრების ვრცელი წიგნი და უსატუოდ ამომიკითხავ…

თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთა ხედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებლად მიიჩნიე…

თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრად ღრუბლებით დაიხატება….

თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე. სული ჩემი უეჭველად შენთან გაჩნდება…

და თუ უფრო მოგენატრები…

მაგრამ საკითხავი იცი რა არის?

მოგენატრები კი ოდესმე?

Можете попробывать самостоятельно. Русская транскрипция и грузинская клавиатура.
Насколько полезна была эта статья?
[Всего: 0 Оценка: 0]