Georgiachool
დღეს ერთ საოცარ ქალზე მინდა მოგიყვეთ…. ჩემს ნინა ბებოზე….
დღეს 13 იანვარია.. 2013 წლამდე დღევანდელი დღე ძველით ახალ წელთან ასოცირდებოდა… მაგრამ 2013 წლის მერე აღარ…
დღვანდელ დღეს 2013 წლის 13 იანვარს მან ამქვეყნიური წუთისოფელი დატოვა…. დღევანდელ დღეს ერთდროულად განვიცდი ტკივილს, სევდას, სინანულს და წარმოუდგენელ სიხარულს რომელსაც მისი გახსენება მგვრის…
უთქმელი ქალი იყო… არ მახსოვს არცერთხელ ვინმეზე გადაბრუნებული სიტყვა ეთქვას… განეკითხოს, ან გაეჭოროს… დიდი გული ქონდა და ახერხებდა ტკივილიც და სიყვარულიც ერთნაირად ეტარებინა…
ეს იყო ქალი რომელიც საკუთარი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ცხოვრობდა… არ იღლებოდა.. მუხლი არ ეკვეთებოდა… დილიდან საღამომდე თავჩახრილი შრომობდა რომ ჩვენ გავეხარებინეთ…
მახსოვს მისი დაკოჟრილი ხელები მუდამ გემრიელი საჭმლის სუნი რომ ასდიოდა… თბილი და მუდამ წყლიანი თვალები შვილიშვილების და შვილთაშვილების დანახვაზე რომ უციმციმებდა… პატარა კოპი შუბლზე…. ლიმონს რომ იდებდა ხოლმე იმის იმედით რომ დაპატარვდებოდა…..
ვიც მას იცნობდა იცის რომ ადვილი ცხოვრება არ ქონია ,საკმაოდ ადრე დააწვა ცხოვრების ტვირთი მარტოს მხრებზე მაგრამ საყვედური არ დაცდენია… ერთადერთი რასაც გასცემდა სიყვარული და სითბო იყო…
ვიცი სხვები არ მიწყენენ, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ქონდა ჩემთან.. ვგრძნობდი.. თუმცა ცდილობდა არ ეგრძნობინებინა… არ უნდოდა, რომ თავი განსაკუთრებულად მეგრძნო…
ამიტომ პატარაობიდანვე გავაცნობიერე,რომ ეს სიყვარული დიდი პასუხისმგებლობა იყო…
ხშირად მიყვებოდა ახალგაზრდობის ისტორიებს … ბევრჯერ ერთიდაიგივეს… ალბათ თქვენც ყოფილხართ მსგავს სიტუაციებში…
მოხუცებს უხარიათ ახალგაზრდობის გახსენება…
ალბათ თქვენც ხშირად გითქვამთ ისევე როგორც მე ,, ბე ეგ ხო უკვე მოგვიყევი,, … დამიჯერეთ მოვა დრო და მოგენატრებათ 1000 მოყოლილი ისტორიები.. მოგენატრებათ ის განცდა რასაც მასში დებენ ჩვენი ბებიები და ბაბუები როცა ცდილობენ თანამოზიარენი გაგვხადონ იმ განცების და ემოციების რომელიც თავს გადახდათ…
დამიჯერეთ მოვა დრო და მიხვდებით რომ გენატრებთ მათი დატუქსვა და გაბრაზება…
მიხვდებით რომ ბევრი დრო დაკარგეთ.. ბევრი გამოუხატავი გრძნობა და უთქმელი სიტყვები დაგრჩათ….
ალბათ ეს ბავშური გულუბრყვილობის ბრალია, როცა გვგონია, რომ ბები ეს ის ადამინია რომელიც არ ბერდება და არასდროს გვტოვებს…
მოგენატრებთ გათენებული ღამეები ძმრიან წინდებს რომ გაცმევდათ ბებო…
გაიზრდებით და გავირდებითო ბებიაჩემი გვეტყოდა ხოლმე…
ეხლა ვხვდები რასაც ნიშნავს…
პატარები სითბოს ადვილად გამოხატავენ…. აი რომ ვიზრდებით მერე ბევრი რამ იცვლება და ხშირად შეიძლება მოკითხვაც კი დაგვავიწყდეს ბებია/ბაბუების…
მოვა დრო და ინანებთ უთქმელ სიტყვებს და გამოუხატავ გრძნობებს ამიტომ დარჩით ბავშვებად გულით… იმ ბავშვებად რომელიც ბებიის მოყოლილი ზღაპრის გარეშე არ იძინებდა….
დააფასეთ… დაინახეთ… გამოხატეთ…
დღეს 13 ინავარია ჩემი ბებოს გარდაცვალების დღე… ქალის რომლის ამაგსაც ვერ აწონის და გადაწონის ვერაფერი დედამიწის ზურგზე…
ქალის რომელმაც ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა…
ქალის რომლის ჩახუტებასაც სიყვარულის სუნი ქონდა….
ბე ძალიან მენატრები……